მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდებმა სპარსეთის ყურეში ირანის კატარღებს ცეცხლი გაუხსნეს

აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდებმა სპარსეთის ყურეში ირანის კატარღებს ცეცხლი გაუხსნეს

აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების საპატრულო ხომალდმა „სკვოლმა“ სპარსეთის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში სამი გამაფრთხილებელი ზალპი მოახდინა. ხუთშაბათს ირანის სამხედრო კატარღები ამერიკის და კუვეიტის გემებთან 200 მეტრის მანძილზე მივიდნენ.

მოკლე რადიკავშირის შემდეგ ირანის კატარღა უხიფათო მანძილზე არ გავიდა და „სკვოლი“ იძულებული გახდა გამაფრთხილებელი გასროლა მოეხდინა.

 ოთხშაბათს აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების სარდლობამ სხვა ანალოგიური ინციდენტის შესახებ განაცხადა.

ოთხი კატარღა, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის მცველებს ეკუთვნოდათ ამერიკულ ფრეგატ „ნიტცეს“ სიახლოვეს მოძრაობდნენ. აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლის სიტყვებით ირანელები სახიფათოთ და არაპროფესიონალურად მოქმედებდნენ.

ინციდენტი საერთაშორისო წყლებში მოხდა.

ამერიკელი მეზღვაურები „ნიტცედან“  სასიგნალო განათებით და საყვირებით აფრთხილებდნენ ირანელებს. საბოლოოდ ფრეგატს კურსის შეცვლა და ნავთობპლატფორმასთან ახლოს გავლა მოუწია, რათა ირანულ კატარღებს არ შეჯახებოდა.