მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა არაბთა გაერთიანებული ემირატებისათვის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვა მოიწონა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა არაბთა გაერთიანებული ემირატებისათვის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვა მოიწონა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ემირატებისათვის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების „პეტრიოტის“ სისტემის 160 რაკეტის მიყიდვის შესახებ გარიგება მოიწონა. ამ განცხადებას პენტაგონი ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მომავალი გარიგება „აშშ-ს საგარეო პოლიტიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას წაადგება, ვინაიდან მნიშვნელოვანი მოკავშირის უსაფრთხოებას განამტკიცებს. არაბული ემირატები ახლო აღმოსავლეთში ყოველთვის იყო და რჩება ძალად, რომელიც ეკონომიკურ პროგრესს და პოლიტიკურ სტაბილურობას უზრუნველჰყოფს“.

ახლა გარიგება აშშ-ს კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.