მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ს სტრატეგიული ბომბდამშენები ჩრდილო კორეის საზღვართან

აშშ-ს სტრატეგიული ბომბდამშენები ჩრდილო კორეის საზღვართან

ორმა ამერიკულმა ზებგერითმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა B-1 სამხრეთ კორეის თავზე, ჩრდილო კორეის საზღვრიდან 100 კილომეტრში გადაიფრინა.

როგორც აცხადებენ, ეს სამხრეთ კორეის მიმართ სამოკავშირეო მხარდაჭერის ნიშნად გაკეთდა.

ბომბდამშენები წყნარ ოკეანეში, გუამის სამხედრო ბაზიდან აფრინდნენ და სამხრეთ კორეაში დაფრენის გარეშე იმყოფებოდნენ.

 ჩრდილო კორეის ხელისუფლების განმარტებით, სწორედ აშშ-ს ამგვარი მოქმედება  მათ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას აიძულებთ.

სამხრეთ კორეის სამთავრობო წყაროების ინფორმაციით, ჩრდილო კორეა  მორიგი ბირთვული გამოცდებისათვის ემზადება.

9  სექტემბერს  ჩრდილო კორეამ წარმატებული ბირთვული გამოცდის შესახებ განაცხადა. აფეთქებამ  5 მაგნიტუდის ძალის მიწისძვრა გამოიწვია. ეს ჩრდილო კორეის მიერ გამოცდილი ყველაზე ძლიერი მოწყობილობა იყო.