მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ საუდის არაბეთს 110  მილიარდი დოლარის იარაღს მიაწვდის

აშშ საუდის არაბეთს 110 მილიარდი დოლარის იარაღს მიაწვდის

საუდის არაბეთი აშშ-ში 109,7 მილიარდი დოლარის შეიარაღებას იყიდის. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანი შონ სპაისერი იუწყება. ეს  აშშ-ს ისტორიაში იარაღის გაყიდვის შესახებ ყველაზე დიდი ხელშეკრულებაა.

 როგორც სპაისერი იტყობინება, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 20 მაისს ერ-რიადში ოფიციალური ვიზიტისას ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

 საუდის არაბეთის მიერ ნაყიდი იარაღის ჩამონათვალში 150 ვერტმფრენი Black Hawk შედის, რომელთა საერთო ღირებულება 6 მილიარდი დოლარია. ამას გარდა საუდის არაბეთი შეიძენს ტანკებს, საარტილერიო დანადგარებს, სანაპირო დაცვის ხომალდებს, რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსებს „პეტრიოტსა“ და THAAD-ს.

ეს ხელშეკრულება საუდის არაბეთს საშუალებას მისცემს უფრო მეტი წვლილი შეიტანოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ ბრძოლაში ამერიკას დაეხმარება.