მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ შეიარაღების ხარჯებს მკვეთრად ზრდის

აშშ შეიარაღების ხარჯებს მკვეთრად ზრდის

ორშაბათს აშშ-ს პრეზიდენტმა ფედერალურ უწყებებს შემდგომი ფინანსური წლის ბიუჯეტის შესახებ დავალებები მისცა.

კერძოდ იგი  ბიუჯეტში თავდაცვის ამინისტროს ხარჯების მკვეთრ ზრდას  ითხოვს.  სამხედრო ბიუჯეტის  54 მილიარდი  დოლარით  გაზრდაა გათვალისწინებული.

როგორც მაღალი დონის წყაროები იტყობინებიან ტრამპი იმავდროულად მთელი რიგი სახელმწიფო ორგანოების დაფინანსების შემცირებას აპირებს. მათ შორისაა ბუნების დაცვის აშშ-ს სააგენტო.

ეს მას საშუალებას მისცემს  შეასრულოს  წინასაარჩევნო დაპირება  და ისე გაზარდოს სამხედრო ხარჯები, რომ სოციალური დაცვისა და სამედიცინო დაზღვევის ასიგნებები არ შეამციროს.