მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ში ახალი ატომური ბომბების შექმნაზე სანქცია გაიცა

აშშ-ში ახალი ატომური ბომბების შექმნაზე სანქცია გაიცა

აშშ-ს ბირთვული უსაფრთხოების ეროვნულმა სამმართველომ მოდერნიზირებული ატომური ბომბების ვერსიის, B61-12-ის,წარმოების საინჟინრო სტადიაზე გადასვლის სანქცია გასცა.

ბომბის პირველ მოდერნიზირებული ვერსიას 2020 წლისათვის გამოუშვებენ. ამის შემდეგ კი მისი მასიური წარმოება დაიწყება.

B61-12 ახალი კომპონენტებისგან დამზადდება, რაც მათი ვარგისიანობის ვადას 20 წლით გაზრდის.

"დღეისათვის აშშ-ს არმიაში, B61 სერიის ბომბებში,ყველაზე ძველი კომპონენტები გამოიყენება", - განაცხადა სამმართველოს ხელმძღვანელმა ფრენკ კლოცმა.

B61 სერიის ბომბა აშშ-ს სტრატეგიული ბირთვული ძალების მთავარი თერმობირთვული იარაღია. მისი პირველი მოდიფიკაცია 1963 წელს შეიქმნა. 1994 წელს მისი მე-11 მოდიფიკაცია შეიქმნა, რომელიც შეიარაღებაში 1997 წელს მიიღეს.

 12 მოდიფიკაცია შეიარაღებაზე მყოფ B61-3, -5,-7 და 10 მოდელებს შეცვლის .

როგორც აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრი ერნესტ მონიცი აცხადებს, ახალი მომბი აშშ-ს არსენალში ერთ მეგატონაზე მეტი სიმძლავრის ბომბების უკანასკნელი მოდელების გამოყენებას შეწყვეტს.