მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ში იარაღის სწრაფი გადატენვის ხერხი მოიგონეს (+ვიდეო)

აშშ-ში იარაღის სწრაფი გადატენვის ხერხი მოიგონეს (+ვიდეო)

ამერიკელმა მეიარაღეებმა ხელსაწყო გამოიგონეს, რომელიც არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლით იარაღის სწრაფი გადატენვის საშუალებას იძლევა.

ეს აქსესუარი პირველ რიგში კალიფორნიის შტატის მცხოვრებლებს დაეხმარება. აქ ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც მოსახსნელმჭიდიანი ნავევრადავტომატური იარაღის  ფლობას კრძალავს.

 ახალ მოწყობილობას MA-Loader-ი ეწოდება და წინასწარ ივსება ვაზნებით. გამოყენებისას მას საექსტრაქტორო ხვრელში დებენ. ამის შემდეგ ცერა თითით სპეციალურ რგოლს აწვები და ვაზნები მჭიდში აღმოჩნდება.

გარკვეული პრაქტიკის არსებობისას MA-Loader-ით იარაღის გადატენვაზე იმდენივე დრო იხარჯება, რამდენიც მჭიდის გამოცვლაზე.