მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ში რადიოელექტრონული ბრძოლის ახალი სისტემა გამოსცადეს

აშშ-ში რადიოელექტრონული ბრძოლის ახალი სისტემა გამოსცადეს

კომპანია Lockheed Martin-მა (აშშ) განაცხადა, რომ რადიოელექტრონული ბრძოლის ახალი სისტემის გამოცდის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და მან "მაღალი წარმადობა აჩვენა".

 რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსმა სახელად Advanced Off-Board Electronic Warfare (AOEW) მიიღო და მას პირველ რიგში მრავალმიზნობრივ ვერტმფრენ  MH-60-ზე დააყენებენ. ამის გამო იგი უფრო ადრე შეძლებს მიზნის აღმოჩენას და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებთან ბრძოლის ახალ შესაძლებლობებს მიიღებს.

სისტემას მუშაობა შეუძლია როგორც დამოუკიდებლად, ისე თვალთვალის ელექტრონულ გადამწოდებთან კავშირში. რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემას შეუძლია როგორც რაკეტის გაშვების დაფიქსირება, ასევე მისი ტრაექტორიის და საბოლოო მიზნის  შეფასება  და რადიოსიგნალით რაკეტის კურსიდან აცდენა. მას ასევე შეუძლია ამერიკული ხომალდებიდან რაკეტის გაშვების შენიღბვა.

AOEW-ის დასამზადებლად კონტრაქტს ხელი 2016 წლის 23 დეკემბერს მოეწერა. მისი ღირებულება 42 მილიონი ამერიკული დოლარია. ამ ფასად Lockheed Martin-მა რადიოელექტრონული ბრძოლის  კომპლექსის პირველი ექვსი პროტოტიპი უნდა დაამზადოს. წარმოება მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება.