მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ში რუსული გამანადგურებელი დაიმსხვრა

აშშ-ში რუსული გამანადგურებელი დაიმსხვრა

რუსული წარმოების მძიმე გამანადგურებელი Су-27 ნევადას შტატში სასწავლო ფრენების დროს დაიმსხვრა. თვითმფრინავი აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებს ეკუთვნის და „აგრესორების“ ავიაფრთას განასახიერებს, რომელზეც ამერიკელი მფრინავები შესაძლო მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში ვარჯიშობენ.

ავიაკატასტროფის შედეგად პოლკოვნიკი ერიკ შულცი დაიღუპა, რომელიც სამხედრო ბაზა Red Hаt-ზე მსახურობდა - თვითმფრინავი ბაზიდან 100 მილის დაშორებით დაიმსხვრა. ამერიკის ხელისუფლებამ თვითმფრინავის დაკარგვა დაადასტურა, მაგრამ  მისი ტიპი არ დაუდასტურებია. „ეს ნამდვილად არ იყო F-35“, - განაცხადეს აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების შტაბში.

ეს ერთადერთი ამერიკული Су-27 არ იყო - ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო  თვითმფრინავი უკრაინაში კერძო ფირმამ ადრეც შეიძინა, ხოლო შულცი ერთადგილიანი მოდელიდ დაფრინავდა. Су-27 თავის დროზე მრავალ ქვეყანაში გაიტანეს ექსპორტზე და აშშ-ს მისი შეძენა მესამე ქვეყანაში შეეძლო.