მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ში საკონტინენტთაშორისო რაკეტის საწინააღმდეგო სისტემას გამოცდიან

აშშ-ში საკონტინენტთაშორისო რაკეტის საწინააღმდეგო სისტემას გამოცდიან

ამერიკელი სამხედროები სამშაბათს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის საწინააღმდეგო სისტემის გამოცდას აპირებენ. ამის შესახებ განცხადებას პენტაგონი აკეთებს.

დაგეგმილი გამოცდა პირველი შემთხვევაა როცა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის საწინააღმდეგო სისტემას გამოცდიან. აქამდე გამოცდები უფრო დაბალი სიჩქარის მქონე საშუალო სიშორის რაკეტებზე წარმოებდა.

სპეციალისტები გზის გადამჭრელ რაკეტას კალიფორნიის შტატის ვანდერბერგის სამხედრო საჰაერო ბაზაზე არსებული  მიწისქვეშა ბუნკერიდან გაუშვებენ. საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის მაკეტს კი  მარშალის კუნძულებზე არსებული რეიგანის საცდელი პოლიგონიდან გამოფრინდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მაშინ სისტემა მიზანს წყნარი ოკეანის თავზე გაანადგურებს.