მნიშვნელოვანი სიახლეები
ATHENA: საბრძოლო ლაზერი, რომელიც დრონებს წვავს (+ვიდეო)

ATHENA: საბრძოლო ლაზერი, რომელიც დრონებს წვავს (+ვიდეო)

ლაზერები კინოფანტასტიკაში ეფექტურად გამოიყურება, რეალური გამოყენებისას კი პრობლემები იჩენს თავს. ამის მიუხედავად აშშ მაინც ცდილობს საბრძოლო ლაზერების შეიარაღებაში მიღებას და ATHENA ამის მაგალითია.

 რამდენიმე წლიანი ტესტირების შემდეგ ლაზერის იარაღი შეიარაღებულ ძალებში მაინც იკვალავს გზას. ისინი სხვა საბრძოლო მასალებთან შედარებით უხილავი, ჩუმი და არაჩვეულებრივად იაფია.  ისინი საკმარისი სიმძლავრისას დრონების ჩამოსაგდებად ძალიან კარგ საშუალებას წარმოადგენენ.

Lockheed Martin წარმოადგინა ვიდეო, სადაც ლაზერული სისტემა ATHENA-მ 5 უპილოტო ჩამოაგდო. გამოცდა გასულ თვეს ნიუ-მექსიკოს შტატში ჩატარდა. გასულ წელს იგივე ლაზერი პიკაპების წინააღმდეგ გამოიყენეს.

 Lockheed-ის განცხადებით წლის დასაწყისიდან ლაზერი უკვე მზადაა გამოყენებისათვის, მაგრამ ოფიციალურად შეიარაღებაში ჯერ არ მიუღიათ.