მნიშვნელოვანი სიახლეები
ახალი ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო  სისტემის გამოცდა ვიდეოზე გადაიღეს (+ვიდეო)

ახალი ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გამოცდა ვიდეოზე გადაიღეს (+ვიდეო)

აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სააგენტომ საზღვაო ბაზირების ახალი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა SM-3 Block IIA-ს  გამოცდა ჩაატარა. მიზანში სროლა კოსმოსურ სივრცეში განხორციელდა. მასზე ვიდეოანგარიში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტის საინფორმაციო სამსახურმა გამოაქვეყნა.

გამოცდა სამ თებერვალს ჩატარდა.  ბალისტიკური რაკეტა-მიზანი  წყნარი ოკეანის კუნძულ კაუაიდან გაუშვეს. სარაკეტო თავდაცვის ფრეგატი „ჯონ პოლ ჯონსი“, რომელიც Aegis-ის სისტემითაა აღჭურვილი, კოსმოსში ბალისტიკური რაკეტა-მიზანი რადარის მეშვეობით აღმოაჩინა და რაკეტა-გზისგადამჭრელი  SM-3 Block IIA  გაუშვა.

 თუ რა სიმაღლეზე მოხდა ბალისტიკური რაკეტის განადგურება არ აფიშირდება.

რაკეტა-გზისგადამჭრელი  SM-3 IIA  არის  „რაკეტა SM-3 IB-ს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ვერსია. ეს რაკეტები ადრე ზღვაში იყო განთავსებული, ხოლო მოგვიანებით რუმინეთში არსებულ ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზაზეც განათავსეს.