მნიშვნელოვანი სიახლეები
ახალი ჯავშანგამტანი ტყვია BS-13-ის ტესტი (+ვიდეო)

ახალი ჯავშანგამტანი ტყვია BS-13-ის ტესტი (+ვიდეო)

 უკრაინულ-ბრიტანული კომპანია Stiletto Systems Ltd.-მა ახალი ტყვია BS-13-ის გამოცდის დეტალები გააჟღერა. ეს ახალი საბრძოლო მასალა სნაიპერული და საიერიშო შაშხანებისთვის არის განკუთვნილი.

Stiletto Systems-მა ახალი საბრძოლო მასალა ბრძოლის ველზე ტაქტიკური ოპერაციების მხარდასაჭერად შექმნა. ახალ ჯავშანგამტან ტყვიას ნებისმიერი თანამედროვე სხეულზე სატარებელი ჯავშნის და მსუბუქად შეჯავშნული სატრანსპორტო საშუალებების გახვრეტა შეუძლია.

BS-13 - ეს სპეციალური 7,62 მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიაა. იგი შორსმსროლელი სნაიპერული შაშხანების, ანდა სნაიპერული შაშხანა STL-016-ისათვის არის განკუთვნილი. ეს უკანასკნელიც ამავე კომპანიის შექმნილია. ტყვიას 20 მმ-მდე სისქის ჯავშანელემენტების 450 მეტრი მანძილიდან გახვრეტა შეუძლია.

სრულფასოვანი ბალისტიკური ტესტის ჩასატარებლად ქვეითთა საბრძოლო მანქანის ფრონტალურ ჯავშანელემენტებს ესროლეს.  სროლები 220 მეტრი მანძილიდან ჩატარდა და BS-13-მა  0 გრადუსიანი კუთხით სროლისას 20,5 მმ სისქის  ჯავშან ფილა ARMSTAL 500  გახვრიტა.

ბალისტიკურმა ტესტმა ასევე დაადასტურა, რომ ტყვიას 450 მეტრ მანძილზე მსუბუქად შეჯავშნული სატრანსპორტო საშუალების შეჩერება შეუძლია.