მნიშვნელოვანი სიახლეები
ახალი რუსული ტანკ Т-90М-ის პირველი ფოტო გავრცელდა

ახალი რუსული ტანკ Т-90М-ის პირველი ფოტო გავრცელდა

სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ურალის საკონსტრუქტორო ბიუროს კორპორატიულ კალენდარში რუსეთის არმიის ახალი მოდიფიკაციის ძირითადი საბრძოლო ტანკ Т-90М-ის ფოტო პირველად გამოჩნდა.

ტანკი Т-90М  საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაო „პრორივ-3“-ის ფარგლებში შეიქმნა. იგი მოდელ Т-90АМ-ის („პრორივ-2“) შემდგომ მოდიფიკაციას წარმოადგენს. წინა მოდელისგან განსხვავება პირველ რიგში კოშკურას შეეხო. იქ ქვემეხის ჭურვები საბრძოლო განყოფილების გარეთ არის გატანილი, რაც ტანკის ეკიპაჟის ბრძოლაში გადარჩენის ალბათობას ზრდის.

ტანკს ასევე მოდერნიზირებული 125 მმ-იანი ქვემეხი აგააჩნია, რომლესაც უფრო გრძელი ლულა და ავტომატური დატენვის ახალი მექანიზმი აქვს. ფოტოს მიხედვით Т-90М-ს კუმულირებული ყუმბარების საწინააღმდეგო ბადეები და დინამიური დაცვის მესამე თაობის მოდულური კომპლექსი „რელიქტი“ აქვს.

ახალ ტანკს ასევე ძრავის სიმძლავრეც გაეზარდა. ახალი ძრავი 1130 ცხენისძალიანია.