მნიშვნელოვანი სიახლეები
ახალი ტიპის ამერიკული ავიამზიდი ზღვაში პირველად გავიდა (+ვიდეო)

ახალი ტიპის ამერიკული ავიამზიდი ზღვაში პირველად გავიდა (+ვიდეო)

ახალი ტიპის ამერიკული სათაო ავიამზიდი CVN 78 „ჯერალდ რ. ფორდი“  8 აპრილს პირველად გავიდა ზღვაში რათა საქარხნო გამოცდები (ამერიკული ტერმინოლოგიით - builder’s sea trials) გაიაროს. ამის შესახებ აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტის ოფიციალური საიტი იუწყება.

ახლა ამერიკის სამხედრო საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში ათი ავიამზიდია. „ჯერალდ რ. ფორდი“  ახალი ტიპის ავიამზიდების სათაო ხომალდი გახდება. იგი ატომურ ავიამზიდ CVN 65 Enterprise-ს შეცვლის, რომელიც ამა წლის თებერვალში ფლოტის შემადგენლობიდან გამოიყვანეს. აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტი ნელნელა „ნიმიცის“ ტიპის ავიამზიდებს „ჯერალდ რ. ფორდით“  შეცვლის.

 „ჯერალდ რ. ფორდი“  -ის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და ორი წლის წინათ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მხოლოდ ახლა მოხერხდა მისი ზღვაში ჩაშვება. შემოდგომისათვის სამხედრო საზღვაო ფლოტი თავის გამოცდებს დაიწყებს, ასე რომ ხომალდს შეიარაღებაში მხოლოდ 2020 წლისათვის მიიღებენ.

 „ჯერალდ რ. ფორდს“   337 მეტრი სიგრძე და 76 მეტრი სიმაღლე აქვს. მას პროექტით ორი ატომური რეაქტორი გააჩნია, რომელთა დახმარებითაც იგი 30 კვანძამდე (55,6 კმ/სთ) სიჩქარეს ავითარებს. მას ავტონომიურ რეჟიმში ცურვა 100 დღის განმავლობაში შეუძლია. ავიამზიდი შეიარაღებულია ზედაპირი-ჰაერის სისტემის  RIM-162 ESSM რაკეტებით, რომლებსაც საჰაერო მიზნების განადგურება 50 კილომეტრის რადიუსში შეუძლია. ავიამზიდის საჰაერო ჯგუფი 75-ზე მეტი თვითმფრინავისა და უპილოტოსგან  შედგება.

ავიამზიდების მშენებლობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. „ჯერალდ რ. ფორდის“   მშენებლობა ამერიკელებს 13 მილიარდი დოლარი დაუჯდათ, კიდევ 4,7 მილიარდი მის დაპროექტებაში დაიხარჯა.

 „ჯერალდ რ. ფორდის“  პროექტის მეორე ავიამზიდი CVN 79 „ჯონ ფ. კენედი: იქნება, რომლის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს, მესამე კი CVN 80 „ენტერპრაიზი“ იქნება, რომლის მშენებლობას 2018 წელს დაიწყებენ და სამხედროებს 2025-ში გადასცემენ.