მნიშვნელოვანი სიახლეები
ახალი უკრაინული ჯავშანტრანსპორტიორი

ახალი უკრაინული ჯავშანტრანსპორტიორი

კიევის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „პრაქტიკამ“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით ჯავშნიანი ავტომობილი „ოტომან 8X8“ შექმნა. როგორც იძახიან იგი საბჭოთა БТР-60-ის ბაზაზეა შექმნილი. რამდენად მართალია თავად განსაჯეთ.

ახალ ჯავშანტრანსპორტიორს Iveco-ს ძრავი უყენია, რომელსაც 238 ცხენისძალა და 1020 ნიუტონმეტრი მბრუნავი მომენტი აქვს. ძრავი წინა მარჯვენა ნაწილში დგას. ახალი ფოლადის ძარა 7,62 მმ ტყვიისა და 80 მეტრის მანძილზე აფეთქებული 155 მმ-იანი ჭურვის ნამსხვრევებისგან იცავს. ეს  STANAG 4569-ის მეორე დონის სტანდარტს აკმაყოფილებს.

 დესანტის განყოფილება კიჩოს ნაწილშია და ეკიპაჟი ჯავშანტრანსპორტიორს უკანა მხარეს განთავსებული აპარელის დახმარებით ტოვებს.

პირველი გამოცდა ახლამაჯავანტრანსპორტიორმა ამა წლის ზაფხულის ბოლოსათვის უნდა გაიაროს. ინფორმაცია „ოტომან 8X8“-ს შეიარაღების შესახებ ცნობილი არაა, თუმცა „პრაქტიკა“ მის ბაზაზე ბორბლებიანი საბრძოლო მანქანების მთელი კლასის შექმნას აპირებს.