მნიშვნელოვანი სიახლეები
ახალი ვერტმფრენი F-35-ზე უფრო ძვირი ღირს

ახალი ვერტმფრენი F-35-ზე უფრო ძვირი ღირს

CH-53K King Stallion ახალი სატრანსპორტო  მძიმე ვერტმფრენია, რომელიც აშშ-ს საზღვაო ქვეითებისათვის არის განკუთვნილი. იგი მასობრივი წარმოებისათვის უკვე მზადაა. მხოლოდ ერთი პრობლემაა, ახალი ვერტმფრენი 138,5 მილიონი დოლარი ღირს. იგი გამანადგურებელ  F-35-ზე უფრო ძვირი ღირს, რომლის ფასიც ანეკდოტად არის ქცეული.

CH-53K King Stallion-ს საომარ პირობებში 12 ტონა ტვირთის 180 კილომეტრზე გადატანა შეუძლია. ეს კი სავსებით საკმარისია ორი ერთეული ჯავშნიანი Humvee-ს გადასატანად. ტვირთამწეობით იგი თითქმის სამჯერ ჯობნის თავის წინამორბედ CH-53E-ს. ახალ ვერტმფრენზე ინოვაციური რედუქტორული ტექნოლოგია დგას, რომლის შექმნაზეც 10 წელი დაიხარჯა. CH-53K King Stallion-ში დისტანციური მართვის შესაძლებლობა არის გათვალისწინებული. მას ახალი მძლავრი ძრავები და კომპოზიტური მასალებისგან დამზადებული ხრახნები უყენია.

 ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ვერტმფრენი ძალიან ძვირი გამოვიდა. 200 ამგვარი ვერტმფრენი 31 მილიარდი დოლარი დაჯდება. 2016 წლის მარტიდან 2017 წლის აპრილამდე მისი ფასი 6,9%-ით გაიზარდა. თან რაც ყველაზე საინტერესოა: შემკვეთს ფასების გაზრდის შესახებ მხოლოდ ბოლო მომენტში შეატყობინეს. ახლა თვითოეული ვერტმფრენი 138,5 მილიონი ღირს, მაშინ როცა ერთი წლის წინათ მისი ღირებულება 131,2 მილიონი იყო. შედარებისათვის: უახლესი გამანადგურებელი F-35, რომელსაც ვერტიკალურად აფრენა შეუძლია 122,8 მილიონი დოლარი ღირს.

აშშ-ს საზღვაო ქვეითების კორპუსს 13 წლის განმავლობაში 200 ერთეული CH-53K King Stallion-ის შეძენა სურს. ფასმა შესაძლოა საზღვარგარეთელი პოტენციური კლიენტები დააფრთხოს. მისი შეძენა გერმანიასა და იაპონიას სურდათ. რაც მთავარია ვერტმფრენის ფასით აშშ-ს კონგრესში ძალიან უკმაყოფილოები არიან.