მნიშვნელოვანი სიახლეები
ახლა შაშხანიდან თავისუფლად შეიძლება ტყვიამფრქვევის შექმნა (+ვიდეო)

ახლა შაშხანიდან თავისუფლად შეიძლება ტყვიამფრქვევის შექმნა (+ვიდეო)

კომპანია Freedom Ordnance–მ გამოუშვა მოწყობილობა სახელად FM-9, რომლის დახმარებითაც  AR-15 და M-16  შაშხანების სამოქალაქო მოდელებიდან სულ ადვილად მივიღებთ ტყვიამფრქვევს.

 ამისათვის საჭიროა ორი პინის გამოძრობა,რომელიც იარაღის მოდულებს ერთმანეთთან აერთებს, შაშხანა ორ ნაწილად გაიყოფა. ერთ–ერთ მათგანს – ლულის კოლოფის ზედა ნაწილს – შეცვლით FM-9–ით და ამით შაშხანის ტყვიამფრქვევად გადაკეთება დასრულებულია.

 FM-9–ის კომპლექტი შედგება 9 მმ კალიბრის 150 ვაზნიანი ლენტისგან, ტყვიამფრქვევის ლენტის ჩანთისგან, ალის ჩამქრობისგან და ვაზნების მიწოდების მექანიზმისგან. ამას გარდა მსურველს მწარმოებლისგან 500 და 1000 ვაზნიანი ლენტების შეძენა შეუძლია.

 კომპანია Freedom Ordnance–მა უკვე დაიწყო FM-9–ის წარმოება, მაგრამ საცალო ვაჭრობაში იგი ჯერ არ გაუტანიათ. მისი შეძენა წინასწარი შეკვეთით 1895 დოლარად შეიძლება.