მნიშვნელოვანი სიახლეები
B-52-ს რაკეტების "გადაყლაპვა" ასწავლეს (+ვიდეო)

B-52-ს რაკეტების "გადაყლაპვა" ასწავლეს (+ვიდეო)

აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებმა ბომბდამშენ B-52 Stratofortress-სთვის მოდერნიზირებული რევოლვერული დანადგარი გამოსცადეს. ახალი აგრეგატი თვითმფრინავის ფიუზელაჟში ფრთოსანი რაკეტა JASSM-ებით აღჭურვილი დანადგარის მოთავსებას ითვალისწინებს. აქამდე ეს რაკეტები ბომბდამშენის ფრთებზე მოთავსებულ პილონებში მაგრდებოდა.

კალიფორნიაში "ედვარდსის" ავიაბაზიდან აფრენის შემდეგ B-52-მა შიდა ნაკვეთურიდან სამი JASSM-ი გაუშვა. Stratofortress-ების მოდერნიზაცია ამ თვითმფრინავთა ნაწილის სტრატეგიულიდან ტაქტიკური იარაღის რანგში გადაყვანის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

ფრთოსანი რაკეტა AGM-158 JASSM ზემაღალი სიზუსტის "ჰაერი-ზედაპირის" კლასის  საბრძოლო იარაღს  განეკუთვნება. რაკეტის ფრენის სიშორე მოდიფიკაციიდან გამომდინარე 360-850 კილომეტრს შეადგენს. მისი საბრძოლო ნაწილი ვოლფრამისგანაა დამზადებული და 109 კილოგრამ ასაფეთქებელ მასალას შეიცავს.