მნიშვნელოვანი სიახლეები
ბელორუსული ქვეითთა საბრძოლო მანქანები სწავლებებისას გაზეთებით შენიღბეს

ბელორუსული ქვეითთა საბრძოლო მანქანები სწავლებებისას გაზეთებით შენიღბეს

ბელორუსის არმიის მე-11 ცალკე გვარდიული მექანიზირებული ბრიგადის ქვეითთა საბრძოლო მანქანები სწავლებისას გაზეთებით შენიღბეს.

გაზეთის ფურცლები დაწებებული სამი ქსმ-ს ფოტო ბელორუსის ოფიციალურმა სამხედრო გაზეთმა „ვო სლოვუ როდინიმ“ გამოაქვეყნა.

ქსმ-ზე დაწებებული გაზეთის შავ-თეთრი ზოლები სავსებით კარგად ასრულებდნენ ე.წ პიკსელური კამუფლაჟის როლს - გაზეთი შედგებოდა თეთრი ფონის, მუქი-ნაცრისფერი ფოტოების და ღია-ნაცრისფერი ტექსტის „ლაქებისგან“.

ციფრული ანუ  პიქსელური კამუფლაჟი სულ უფრო ხშირად გამოიყენება მსოფლიოს არმიებში. არ აზუსტებენ თუ რომელი გაზეთი გამოიყენეს შესანიღბავად, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, პოლიგონზე რეგულარულად მიაქვთ გაზეთ „ვო სლოვუ როდინის“ ახალი ნომრები.