მნიშვნელოვანი სიახლეები
Boberg XR9 – პისტოლეტი რომელიც სხვებს არ ჰგავს

Boberg XR9 – პისტოლეტი რომელიც სხვებს არ ჰგავს

ახალ პისტოლეტ Boberg XR9-შივაზნების მიწოდების უცნაური იდეაა რეალიზებული. მართალია ეს იდეა ახალი არაა, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამაჯერებლად წარმოგვიდგენს თავის უპირატესობებს და ამის გამო მოწინავედ მოჩანს.

9 მმ კალიბრის ნახევრადავტომატური  პისტოლეტი ХК9 კომპანია Boberg Arms Со.-ში შეიქმნა და ჯერ კიდებ 2010 წლიას იანვარში გამოფენა SHOT SHOW-ზე წარმოადგინეს.

ფირმის დამაარსებელმა არნე ბობერგმა (Arne Boberg) შეძლო თავის კომპაქტულ პისტოლეტში მართლაც მიმზიდველი იდეის რეალიზაცია მოეხდინა. ამპისტოლეტს მჭიდი სავაზნის ქვეშ აქვს და არა მის უკან.

ვაზნისმიწოდების პრობლემა გადაწყვეტილია ძველი ხავსმოდებული პატენტებით. მთავარია ის, რომ რთული მექანიზმი საიმედოთ მოქმედებს და გასროლის ენერგიაც უფრო სრულად გამოიყენება, ვიდრე ჩვეულებრივ დიდგაბარიტიან ნახევარადავტომატურ პისტოლეტებში.

კომპანია Boberg-მა თავისი მოდელი XR9 წარმოადგინა,როგორც 9 მმ „პარაბელუმის“ ვაზნაზე შექმნილი ყველაზე მძლავრი ჯიბის პისტოლეტი. აშშ-ს ბაზრისათვის თავდაცვის იარაღის ამგვარიწარდგენა სავსებით გამართლებულია.

საკეტის უკან მოძრაობისას ვაზნები სავსებით ატიპიურად ჯერ მჭიდიდანუკანმოძრაობენ და უკვე შემდეგ მიემართებიანწინსავაზნისაკენ. ამის გამო თავდაცვით კომპაქტული იარაღს ლულა ისეთივე სიგრძის აქვს როგორიც დიდ სამხედრო პისტოლეტს  და შესაბამისად ლულის ენერგიის ოდენობაც იგივე აქვს. ამავე პრინციპზე აგებული სტანდარტული ზომების იარაღს ლულა კიდევ უფრო გრძელი გამოსდის აქედან გამომდინარე ყველა უპირატესობებით.