აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალები სტრატეგიული ბომბდამშენების B-52-ის საბრძოლო მზადყოფნაში კვლავ მოსაყვანად ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების შტაბის უფროსი დევიდ გოლდფეინი აცხადებს
როგორც გოლდფეინმა განაცხადა, ახლამზადდება ბრძანება ლუიზიანას შტატში, ბარკსდეილის ავიაბაზაზე მყოფი მძიმე ბომბდამშენების მუდმივი მორიგეობის შესახებ.
როგორც გენერალმა განაცხადა, ბაზის ასაფრენ ზოლზე ბირთვულიარაღიანი B-52-ი მუდმივ მზადყოფნაში იმორიგევებენ.
გოლდფეინმააღნიშნა, რომ ბომბდამშენების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანისბრძანება ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ მას უახლოეს დროში ელიან და ამიტომ ბარკსდეილის ბაზაზე შესაბამისი მზადება უკვე დაიწყეს.