მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრიტანელი ქვეითები ბულპაპ-შაშხანა L85A3-ის ახალ ვერსიას ცდიან

ბრიტანელი ქვეითები ბულპაპ-შაშხანა L85A3-ის ახალ ვერსიას ცდიან

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბულპაპ-შაშხანა L85A3-ის ახალი ვერსიის და ინტეგრირებული ჯავშნის სისტემის  VIRTUS-ის  გამოცდას იწყებს.

 L85A3 -ს პიკატინის თამასიანი ახალი ლულის კოლოფი და სალულე აქვს. შაშხანას გაზრდილი აქვს სროლის სიზუსტე. ცვლილება შეეხო ერგონომიკასაც. იარაღი ადვილი შესაკეთებელიაა. მას ასევე  ახალი მცველი აქვს. შეიცვალა იარაღის ფერიც, ვინაიდან  L85A3 უფრო უკეთესად უნდა შეეხამოს ბუნებას.

 ახალ იარაღთან ერთად ბრიტანელი ქვეითები ახალ დაცვასაც მიიღებენ.

მოდულური ჯავშანი VIRTUS-ი ბრიტანეთის არმიის რამდენიმე ქვედანაყოფში  დასატესტად უკვე მიიღეს. ახალი აღჭურვილობის აღწერის მიხედვით  იგი  უფრო მსუბუქი და მოსახერხებელია და ტესტების შემდეგ არმიის შეიარაღებაში მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ SA80 (Small Arms for 1980) - ეს ცეცხლსასროლი იარაღის ბრიტანული კომპლექსია, რომელიც კომპანია Royal Ordnance-მა 1984 წელს შექმნა. კომპლექტის შემადგენლობაში შედის შაშხანა L85, მსუბუქი ტყვიამფრქვევი L86, მოკლე კარაბინი L22 და სასწავლო შაშხანა L98. ამასთან SA80-ის სახელით ყველაზე ხშირად შაშხანა L85-ს გულისხმობენ.