მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრიტანეთის არმია რუსული ტანკების წინააღმდეგ

ბრიტანეთის არმია რუსული ტანკების წინააღმდეგ

ბრიტანეტის არმია საბჭოთა (რუსულ) ტანკებსТ-55 და Т-72-ს სამხედრო სწავლებებზე მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკად იყენებს. გასულ სწავლებებზე ბრიტანეთის არმია რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიას იგერიებდა. „რუსული ტანკები ბრიტანეთის მიწაზე საშიში რეალიზმით დაგორავენ“, - იუწყება ფოტოზე წარწერა.

მანევრების სცენარით ბრიტანული არმია ესტონეთზე თავდასხმას იგერიებდა. მეტი რელისტობისათვის „აგრესორი“ პოლონური წარმოების ძველი ტანკებით აღჭურვეს, ხოლო ქვეითებს  АК-74 ავტომატები დაურიგეს. მათ ნაცრისფერ-ლურჯი ფორმა ჩააცვეს, რომელიც შორიდან რუსული ომონისფორმას მოგაგონებდათ.

 „აგრესორებს“ სამოქალაქო პირები გამოსახავდნენ, რომლებიც რეკრუტირების ცენტრის დახმარებით შეკრიბეს. ბიუჯეტის შემცირების გამო ბრიტანეთის არმიას პირადი შემადგენლობა ორივე მხარეს „საომრად“ საკმარისი აღარ აღმოჩნდა. სამხედრო სწავლებისათვის აუტოთენტური საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება სხვადასხვა მუზეუმებიდან და კერძო კოლექციონერებისგან ითხოვეს.