მნიშვნელოვანი სიახლეები
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ კომპანია BAE Systems-თან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ კომპანია BAE Systems-თან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

ხელშეკრულების თანახმად BAE Systems  სამეფო ფლოტისათვის Type 26 სამ ფრეგატს ააგებს. ეს ფრეგატები ასევე Global Combat Ship-ის (გლობალური საბრძოლო ხომალდი, GCS) სახელით არიან ცნობილები. ხელშეკრულების ჯამურმა ფასმა 3,7 მილიარდი გირვანქა (4,9 მილიარდი დოლარი) შეადგინა. ამაში შედის საპროექტო ხარჯები და მოწყობილობების წინასწარი შესყიდვა (როგორც ცნობილია Type 26 ფრეგატის პირველი ძრავა უკვე მზადაა).

 ახალი ფრეგატის ასაგებად ლითონის საზეიმო ჭრა მიმდინარე წლის ივლისში უნდა დაიწყოს. Type 26 ფრეგატის აგება თავდაპირველ გრაფიკს ორი წლით ჩამორჩება, რის გამოც ფლოტს ხომალდების ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნება. ასე მაგალითად Type 23-ის ფრეგატების ჩამოწერა 2023 წელს მოხდება, მაშინროცა Type 26  ფლოტის შემადგენლობაში მხოლოდ 2025 წელს შევა.

 კომპანია BAE Systems-მა ფრეგატ Type 26-ის ფინანსური კონცეფცია ჯერ კიდევ ორი წლის წინ წარადგინა, მაგრამ მშენებლობის ფასების გამო თავდაცვის სამინისტროსთან უთანხმოება მოუვიდა. ამის გამო  პროგრამა 13-დან 8 ხომალდამდე შეამცირეს და ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილება გადადეს. როგორც ცნობილია თავდაცვის სამინისტრო პროგრამის ჯამურ ღირებულებას - 11,5 გირვანქა სტერლინგს არ ეთანხმებოდა და მისი 500 მილიონი გირვანქით შემცირება სურდათ, მაშინ როდესაც BAE Systems-ი 250 მილიონი გირვანქის დისკონტს სთავაზობდა. რვა ხომალდის მშენებლობის საბოლოო ღირებულება ჯერ კიდევ უცნობია.

 Type 26 ფრეგატის სიგრძე 150 მეტრია, წყალწყვა 6800 ტონა. ხომალდის სიჩქარე 28 კვანძს შეადგენს (48 კმ/სთ). მისი ცურვის სიშორე  7 000 მილს (13 000 კილომეტრი) შეადგენს. ფრეგატის ეკიპაჟი 108 მეზღვაურისგან შედგება. თუმცა მასზე შეიძლება 208 ადამიანი განთავსდეს.