მნიშვნელოვანი სიახლეები
Cabot Guns Meteorite Pistol Set - პისტოლეტები მეტეორიტისგან

Cabot Guns Meteorite Pistol Set - პისტოლეტები მეტეორიტისგან

SHOT Show 2016 -ზე კომპანია Cabot Gun მეტეორიტული ლითონისგან დამზადებული Meteorite Pistol Set-ის ნაკრები წარმოადგინა.

 კომპანია   Cabot Guns თავისი მაღალი ხარისხის "1911"-ის ტიპის მიხედვით დამზადებული თვითდამტენი პიტოლეტების შეზღუდული წარმოებითაა ცნობილი. ისინი კოლექციონერობის ნამდვილ ნივთებს წარმოადგენენ.  ახალმა ნაკრებმა კი ყველა რეკორდი მოხსნა: ორი პისტოლეტი მთლიანად 4,5 მილიარდი წლის მეტეორიტისგან არის დამზადებული!

undefinedundefined

ამ წელს კომპანია Cabot Guns 35 კილოგრამი წონის ცნობილი მეტეორიტი გიბეონი (Gibeon) შეისყიდა. მეტეორიტის მახასიათებლები მთლიანად შეესაბამებოდა პროექტს.  3D ლაზერული სკანირებით მათ ამ წყვილი პისტოლეტების სხვადასხვა კომპონენტების რეალიზება შეძლეს და საბოლოოდ  "1911"-ის ტიპის ორი სრულიად ფუნქციონირებადი თვითდამტენი პისტოლეტი მიიღეს.

 ამის მისაღწევად Cabot Guns-ს პისტოლეტების წარმოების ისტორიაში უამრავი ტექნოლოგიური პრობლემის გადალახვა მოუწია, რათა მეტეორიტისგან არა მხოლოდ ცალკეული ნაწილები, არამედ მთელი იარაღი შეექმნა.

პისტოლეტები სავარაუდოთ აუქციონზე გაიყიდება და ნებისმიერი მუზეუმის, ანდა კერძო კოლექციონერის სიამაყის საგნები გახდებიან. ერთმა კოლექციონერმა კომპანია Cabot Guns 250 000 დოლარი შესთავაზა, მაგრამ მისი ფასი უკვე 500 ათასიდან 1 მილიონამდე მერყეობს.