მნიშვნელოვანი სიახლეები
Chenowth: აშშ-ს არმიის უდაბნოს ბაგები

Chenowth: აშშ-ს არმიის უდაბნოს ბაგები

რა აქვს საერთო რალის და ომს? ერთი შეხედვით არაფერი. მაგრამ თუ მეორედ შევხედავთ, მაშინ აღმჩნდება, რომ უდაბნოში საომარი მოქმედებების საწარმოებლად სპეციფიკური საბრძოლო მანქანებია საჭირო, რომლებიც ახლოს იქნებიან რალის ბოლიდებთან. აი სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჰორიზონტზე კომპანია Chenowth - სარბოლო გუნდი, რომელმაც სამხედრო კონტრაქტს გამოკრა ხელი.

Chenowth-ის ძირითადი სპეციფიკა არის და რჩება სარბოლო ბაგი. მათი კონსტრუქციის სარბოლო ავტომობილები მრავალრიცხოვან „რალი დაკარის“  და სხვა მსგავს რბოლებში იღებდნენ მონაწილეობას. მაგრამ 1980 წელს კომპანიამ სწრაფი სამხედრო ბაგის შექმნაზე არმიული კონტრაქტი მოიგო. ავტომობილს უნდა შეძლებოდა ქვიშის დიუნებზე მოძრაობა და იმავდროულად იარაღის და სამხედრო ეკიპირების საკმაო რაოდენობაც გადაეტანა. 1982 წელს ავტომობილი Fast Attack Vehicle (FAV) იშვა.

პირველ პარტიაში 120 FAV-ი იყო, აგრამ 1990 წლის დასაწყისამდე ავტომობილი არავის დასჭირვებია. მათი პირველი გამოცდა ქუვეითის ომის დროს მოხდა. „უდაბნოს ქარიშხლის“ დროს ქუვეითის დედაქალაქში შეჭრილთათვის სწორედ  FAV-ი გახდნენ პირველი სატრანსპორტო საშუალებები. ავტომობილებს 2 ლიტრიანი 200 ცხენისძალიანი Volkswagen-ის ძრავა ედგათ.  FAV-ბი 680 კილოგრამს იწონიდნენ და საწვავის ერთი მარაგით 320 კილომეტრის გავლა შეეძლოთ. მათი მაქსიმალური სიჩქარე 97 კმ/სთ-ს შეადგენდა. იმავე 1991 წელს ავტომობილებმა ახალი სახელიDesert Patrol Vehicle (DPV) მიიღეს.

 undefined

საბრძოლო მოქმედებებმა რამდენიმე ხარვეზი გამოავლინა. საჭირო იყო ავტომობილის სიმძლავრის და ტვირთამწეობის გაზრდა. ამიტომაც Chenowth Racing Products, Inc.-მა ახალი ვერსია შექმნა Light Strike Vehicle (LSV). ამ ავტომობილის წონა 960 კილოგრამს შეადგენდა, სიჩქარე კი 130 კმ/სთ-ს. მას გაცილებით მეტი ტვირთის გადატანა შეეძლო. მის სტანდარტულ შეიარაღებას შეადგენდა 12,7 მმ-იანი  M2; 5,56 მმ-იანი M249 SAW LMG; 7,62 მმ-იანი M60 და ორი ტანკსაწინააღმდეგო AT4 შეადგენდა. მოკლედ თითქმის ტანკი გამოვიდა. LSV დღემდე გამოიყენება. აშშ-ს არმიის გარდა მას იყენებენ საბერძნეთის, ქუვეითის, მექსიკის, ომანის, პორტუგალიის, ესპანეთის და ბანგლადეშის სამხედროები.

 undefinedundefined

სულ ბოლოს 1996 წელს გამოჩნდა აშშ-ს არმიის ბაგის მესამე მოდელი - Advanced Light Strike Vehicle (ALSV). ეს კიდევ უფრო მძიმე ტექნიკა გამოვიდა 1600 კილოგრამი მასითა და 160 ცხენისძალიანი ძრავით. ამ ძრავს სრულად აღჭურვილი ავტომობილის 75 გრადუსიან აღმართზე ათრევა შეეძლო. ბაგის იმგვარად იქმნებოდა, რომ მისი სამხედრო  შვეულმფრენით გადატანა შესაძლებელი ყოფილიყო.

 undefined

მიუხედავად წარმატებული „სამხედრო კარიერისა“ კომპანია Chenowth დღეს მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.  ტექნიკას აღარ აწარმოებს - არც სამხედროს და არც სპორტულს. მიუხედავად ამისა მისი შექმნილი ბაგი აშშ-ს არმიის მიერ ბევრ სამხედრო და ანტიტერორისტულ ოპერაციაში გამოიყენება.