მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩეხეთმა 20 ერთეული ბორბლებიანი ჯავშანმანქანა Pandur II-ის შეძენაზე კონტრაქტი დადო

ჩეხეთმა 20 ერთეული ბორბლებიანი ჯავშანმანქანა Pandur II-ის შეძენაზე კონტრაქტი დადო

30 იანვარს ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ კომპანია Tatra Defence Vehicle-სთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 20 ერთეული ბორბლებიანი Steyr Pandur II -ის სპეციალიზირებულ ვერსიის შეძენას ითვალისწინებს. კონტრაქტის ღირებულება 2,07 მილიარდ ჩეხურ კრონს  (82 მილიონი აშს დოლარი) უდრის.

 კომპანია Tatra Defence Vehicle-ს ამ ტიპის საბრძოლო მანქანების აწყობა და მარკეტინგული განვითარების ექსკლუზიური უფლება აქვს. მან იგი კომპანია General Dynamics European Land Systems-ის გან 2015 წელს მიიღო. ჩეხურ არმიას  უკვე ამგვარი 107 „პანდურისგან“  შემდგარი პარკი გააჩნია.

20 ერთეული ტექნიკისგან ოთხი საშტაბო-სამეთაურო და 16 სამეკავშირეო იქნება. აღსანიშნავია, რომ ახალ ტექნიკას დამატებითი ბალისტიკური დაცვა, უფრო თანამედროვე საბორტე და IT-სისტემები ექნება.