მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთი მესამე ავიამზიდს აგებს

ჩინეთი მესამე ავიამზიდს აგებს

2021 წლისათვის ჩინეთი მესამე ავიამზიდს ჩაუშვებს წყალში. ეს ხომალდი პირველი ორისგან კარდინალურად იქნება განსხვავებული .

ახლა ცისქვეშა იმპერიას ერთი ავიამზიდი, „ლიაოლინი“ ჰყავს. იგი თავის დროზე უკრაინისგან შეიძინეს (ძველი სახელი „ვარიაგი“) და ის რუსული „ადმირალ კუზნეცოვის სისტერშიფია. ჩინელებმა „ლიაოლინიდან“ ყველა შეტევითი იარაღი მოხსნეს  და იგი „სუფთა“ ავიამზიდათ აქციეს. ახლა მას 50-მდე საფრენი აპარატის გადატანა შეუძლია. ასაფრენად თვითმფრინავები „ლიაოლინზე“ ქიმის ტრამპლინს იყენებენ.

 2017 წლისათვის ჩინელები მეორე ავიამზიდს ჩაუშვებენ წყალში. გემი ჯერჯერობით ცნობილია როგორც „ტიპი 001A”. იგი “ლიაოლინის“ აღნაგობას იმეორებს, მაგრამ უფრო დიდი იქნება და გარკვეულად გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენს. მესამე ავიამზიდი „ტიპი 002” კიდევ უფრო დიდი იქნება და კლასიკური სქემით აიგება -სამი ორთქლისკატაპულტით ტრამპლინის მაგივრად.

 ახალ ხომალდზე „კუნძულის“ ფართობი 10 პროცენტით შემცირდება. ჰაერიდან ხომალდს მცირე სიშორის საზენიტო რაკეტების ოთხი კომპლექსი დაიცავს, თითო 24 უჯრედიანი.  მას ასევე წრიული ხედვის რადიო სალოკაციო სადგურიც ექნება.

 ადრე ვარაუდობდნენ, რომ „ტიპი 002” ატომური იქნებოიდა და უახლესი ელექტრომაგნიტური კატაპულტებით იქნებოდა აღჭურვილი, მაგრამ ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა.

 „შეუძლებელია რამდენიმე წელიწადში სრულიად ახალი ხომალდის აგება. ტექნოლოგიის გარდა პერსონალის მომზადებაც არის საჭირო. ამიტომ  „ტიპი 002” მაზუთს და ორთქლს გამოიყენებს“, - ამბობს პეკინელი სამხედრო ექსპერტი ლი ძე.

 ჰონკონგელი ექსპერტის, ლიანა გოლიანის აზრით ჩინეთი „ტიპი 002”-ის ორ ავიამზიდს დაამზადებს, რათა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავის სამხედრო ყოფნა უზრუნველყოს.