უახლოეს დროში ჩინეთი ახალ თანამგზავრების საწინააღმდეგო რაკეტა Dong Neng 3-ს გამოცდის. ამის შესახებ ამერიკის დაზვერვა იუწყება.
ამერიკელთა ინფორმაციით DN-3-ს 15 დეკემბრისათვის უნდა გამოეცადათ. ჩინეთმა რაკეტის ფრენის შესაძლო ტრაექტორიის ზონაში ყველა ფრენები აკრძალა, ხოლო ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში სამხედროების აქტიურობა გაიზარდა.
Dong Neng 3 - ჩინური თანამგზავრების საწინააღმდეგო კომპლექსის მესამე თაობაა, რომელიც კოსმოსური აპარატების მაღალ ორბიტაზე, პირდაპირი მოხვედრით გასანადგურებლად გამოიყენება. Dong Neng-ი ჩინურიდან თარგმანში კინეტიკურ ენერგიას ნიშნავს. მისი პირველი გამოცდა 2007 წელს მოხდა - ჩინეთის ტერიტორიიდან გაშვებულმა რაკეტამ მათივე თანამგზავრი გაანადგურა.