ჩინეთი უახლესი სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავების L-15-ების გამოშვებას ზრდის. ისინი უკრაინული რეაქტიული ძრავებით АИ-222-25 და АИ-222-25Ф-ებით არიან აღჭურვილები.
L-15-ების დაპროექტებისას თავიდანვე დიდი ყურადღება ექცეოდა მათი მსხვილსერიული წარმოების დანერგვას. ამჟამად ყოველ 9 დღეში გასაფრენად ერთი თვითმფრინავის მომზადებაა შესაძლებელი.
Hongdu L-15 - ახალი ჩინური სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავია, რომელიც კომპანია Hongdu-მ შექმნა. მან მორალურად მოძველებული ანალოგიური კლასის Hongdu JL-8 უნდა შეცვალოს. ეს თვითმფრინავი იმ ჩინელი მფრინავების მოსამზადებლად არის განკუთვნილი, რომლებიც ჩინეთის სამხედრო საჰაერო ძალების უახლეს Су-30, Shenyang J-11, Shenyang J-15 და Chengdu J-10 გამანადგურებლებზე იფრენენ.
თვითმფრინავი 25%-ით ნახშირბადოვან კომპოზიტური მასალებით არის აგებული. მათი ექსპლოატაციის სავარაუდო ვადაა 30 წელი ანდა 10 000 საფრენი საათი.
ამჟამად L-15 ჩინეთის შეიარაღებაშია მიღებული და ექსპორტზეც აქტიურად გადის.