მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთი წყალქვეშა ნავების მსოფლიოში უდიდეს ქახანას ააგებს

ჩინეთი წყალქვეშა ნავების მსოფლიოში უდიდეს ქახანას ააგებს

ჩინური კორპორაცია Bohai Shipbuilding-ი ლიაონინის პროვინციაში ქალაქ ჰულუდაოში ატომური წყალქვეშა ნავების მშენებელ გიგანტურ ქარხანას აშენებს.

ჩინეთში იმდენად დიდი ქარხნის მშენებლობა იწყება, რომ მასზე ერთდროულად ოთხი ატომური წყალქვეშა ნავის მშენებლობა იქნება შესაძლებელი.  თანაც ეს ქარხანა ფარული იქნება ჟურნალისტების, სამხედრო მზვერავების, საზღვარგარეთული თანამგზავრების და სხვა ჯაშუშებისათვის. ქარხანა 40 ათას კვადრატულ მეტრ ფართზე განთავსდება და მას ორი პარალელური საამწყობო ხაზი ექნება.

ქარხანა მსოფლიოში უდიდესი იქნება და იქ მეოთხე თაობის 095 ტიპის მრავალმიზნობრივ ატომურ წყალქვეშა ნავებს ააგებენ. სუბმარინებს 16 ვერტიკალური სარაკეტო შახტა ექნებათ, რომლებშიც HY-4 ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო  ფრთოსანი რაკეტები განლაგდებიან.  მათი ფრენის სიშორე 500 კილომეტრს აღწევს. ნავსაწინააღმდეგო შეიარაღება ექვსი 533 მმ-იანი სატორპედო აპარატისგან შედგება. ტოპრედოების მარაგი კი 24-ს შეადგენს. ხომალდი ასევე ნავსაწინააღმდეგო CY-3 რაკეტებითაც იქნება შეიარაღებული.

 095 ტიპის წყალქვეშა ნავები დაბალ ხმაურიანები იქნებიან. 110 მეტრიანი წყალქვეშა ნავს 450 მეტრამდე შეეძლება ჩაყვინთვა. მისი სიარე წყალქვეშ 33 კვანძს მიაღწევს, წყალზევით კი 20 კვანძს. პერსპექტივაში ჩინელები ამტიპის წყალქვეშა ნავების სახმელეთო მიზნების დამაზიანებელი რაკეტებით აღჭურვასაც აპირებენ.