მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა პირველი სერიული J-20 მიიღეს

ჩინეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა პირველი სერიული J-20 მიიღეს

ქსელში უახლესი ჩინური მეხუთე თაობის გამანადგურებლების J-20-ების ფოტოები გამოჩნდა, რომლებსაც კუდზე ნომრები აწერიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავები ჩინეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა შეიარაღებაზე მიიღეს.

 სამხედროებს ახალი თვითვმფრინავები სავარაუდოთ საველე პირობებში გამოცდის მიზნით გადასცეს. დეკემბრის შუა რიცხვებამდე ჩინეთის ავიაციას ექვსი ამგვარი საბრძოლო თვითმფრინავი უნდა შეემატოს

 მეხუთე თაობის ჩინური თვითმფრინავის შექმნა 2000 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყეს. J-20-ის პროტოტიპი საბორტე ნომრით 2001 - ცაში პირველად 2011 წელს აფრინდა.

თვითმფრინავის საბრძოლო თვისებების შესახებ არაფერია ცნობილი. მაგრამ ცხადია, რომ იგი მეხუთე თაობისაა და სტელს ტექნოლოგიით არის დამზადებული. ზოგიერთი მონაცემით მისი სიგრძე 20 მეტრია, ფრთების გაშლა 13 მეტრი, სიმაღლე 4,5 მეტრი. გამანადგურებლის მაქსიმალური ასაფრენი წონა 36,3 ტონაა და მას 2,1 ათასი  კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.