მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა რუსეთისას გადაასწრეს (+ვიდეო)

ჩინეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა რუსეთისას გადაასწრეს (+ვიდეო)

გასულ შემოდგომას გამართულ საერთაშორისო ავიაკოსმოსურ სალონზე Airshow China  ჩინელებმა პირველად ანახეს მრავალმიზნობრივი სტელსის ტექნოლოგიით შექმნილი თვითმფრინავი J-20. ეს საფრენი აპარატი ჩინეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა უკვე შეიარაღებაზე მიიღეს.

 მეხუთე თაობის გამანადგურებელი ქალაქ ჩენდუს საავიაციო წარმოების კორპორაციაში დაამზადეს და ჰაერში პირველად 2011 წელს აფრინდა. Chengdu J-20-ის, მეტსახელად „შავი არწივის“ ტაქტიკურ ტექნიკური მახასიათებლები კვლავინდებურად საიდუმლოდ რჩება. გამანადგურებელი საეჭვოდ ჰგავს რუსულ МиГ 1.44-ს და ამერიკულ F-22-სა და F-35-ს.

 გამანადგურებლის სიგრძე 20,3 მეტრია, ფრთის გაშლა 12,9 მეტრი, მაქსიმალური ასაფრენი მასა 36,3 ტონა. მასზე სავარაუდოთ რუსული АЛ-31Ф-М2 ძრავები უნდა იდგეს, რომელიც მეოთხე თაობის გამანადგურებლებისთვის არის განკუთვნილი.  უახლოეს დროში მასზე ჩინური წარმოების WS-15 ძრავებს დააყენებენ.

Chengdu J-20 ოფიციალურად მიიღეს შეიარაღებაში. ამგვარად ჩინეთი აშშ-ს შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა,რომლის შეიარაღებაშიც მეხუთე  თაობის გამანადგურებლები დგას. ჩინელებმა შეძლეს გაესწროთ რუსეთის, იაპონიის, ინდოეთის, ირანისა და თურქეთისათვის.