მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთმა დამრტყმელი უპილოტო ბომბდამშენი შექმნა

ჩინეთმა დამრტყმელი უპილოტო ბომბდამშენი შექმნა

უპილოტო ბომბდამშენი Lijan („ბასრი ხმალი“) უკვე ორი წლის შემდეგ ჩინეთის არმიის შეიარაღებაში იქნება.

ახალი ჩინური უპილოტო საფრენი აპარატი საავიაციო კორპორაცია Hongdu-მ შექმნა და სახელმწიფო ავიამშენებელი კორპორაცია AVIC-ის მიერ იწარმოება. სამხედრო დრონი მფრინავი ფრთის სქემით არის შექმნილი და ძლიერ ჰგავს ამერიკულ სტრატეგიულ ბომბდამშენ B-2-ს და მრავალმიზნობრივ დამრტყმელ უპილოტოX-47B-ს. „ბასრი ხმალი“ სტელსის ტექნოლოგიის გამოყენებით არის დამზადებული.

 Lijan-ს ფორსაჟული ტურბოხრახნიანი ძრავები Guizhou WS-13 უყენია. საფრენი აპარატის სიგრძე 10 მეტრია, ხოლო ფრთების გაშლა 14 მეტრი. დამრტყმელი უპილოტოს ფიუზელაჟს იარაღის ნაკვეთური გააჩნია, სადაც 2 ტონამდე ავიაბომბები თავსდება. დრონის სხვა მახასიათებლები გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ მისი პირველი გარენა 2013 წლის 21 ნოემბერს შედგა.

ჩინელებმა უპილოტო საფრენი აპარატების რამდენიმე პროტოტიპი შექმნეს და ახლა მათ საფრენ გამოცდებს აწარმოებენ. არაა გამორიცხული, რომ მოგვიანებით Lijan-ის მოდერნიზაცია მოახდინონ, რათა მან ავიამზიდიდან კატაპულტით აფრენა და დაშვება შეძლოს.