უხილავი გამანადგურებელი Chengdu (ჩენდუ) J-20 ჩინეთის არმიის შეიარაღებაზე ოფიციალურად მიიღეს. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივან ზუ ციანზე (Wu Qian) დაყრდნობით აცხადებს.
მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი ჩენდუ J-20 დასავლეთის კლასიფიკაციით მეხუთე თაობას განეკუთვნება. ჩინეთში კი მას მეოთხე თაობას მიაკუთვნებენ.
თვითმფრინავი კორპორაცია Chengdu Aircraft Industry Corporation-ის შექმნილია. „შავი არწივის“ (ასე ეძახიან გამანადგურებელს ჩინეთში) პირველი ფრენა 2011 წელს შესრულდა, ხოლო ფართო საზოგადოებას იგი ავიასალონ Airshow China-2016-ზე წარუდგინეს.
თვითმფრინავის მახასიათებლები ჯერ საიდუმლოა. მისი ფრთების გაშლა 21-23 მეტრს აღწევს, ასაფრენი მასა კი 35-40 ტონას. თვითმფრინავს ერთი მფრინავი მართავს.
J-20-ის შეიარაღებაში უახლესი ჩინური „ჰაერი-ჰაერის“ კლასის PL-10 რაკეტები შედის. ეს რაკეტები 2013 წელს შექმნეს და მათ მრავალ ელემენტებიანი ინფრაწითელი თვითდამიზნების სისტემა გააჩნიათ.
„შავი არწივის“ ფრენის სიშორე 5500 კილომეტრია, საბრძოლო რადიუსი 2000 კილომეტრი. ფრენის პრაქტიკული სიმაღლე 20 კილომეტრია.