მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთმა უახლესი სადაზვერვო-საბრძოლო უპილოტო გამოსცადა (+ვიდეო)

ჩინეთმა უახლესი სადაზვერვო-საბრძოლო უპილოტო გამოსცადა (+ვიდეო)

 ჩინეთმა უახლესი სადაზვერვო-საბრძოლო უპილოტო  Caihong-5  („ცაიჰუნ-5“, CH-5) გამოსცადა. პირველი საცდელი გაფრენა სულ 20 წუთს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა.

 დრონის პროექტი ჩინეთის აეროკოსმოსური აეროდინამიკის აკადემიაში შედგა. აპარატის პირველი პრეზენტაცია გასულ წელს  ჩინეთის გუანდუნის პროვინციის ქალაქ ჩჟუჰაიში საერთაშორისო საავიაციო-კოსმოსურ გამოფენაზე შედგა.

CH-5 დრონების მთელი სერიის დამასრულებელი ნიმუშია და იგი თავის თანამოძმეებზე თითქმის ორჯერ უფრო დიდია.

მისი ასაფრენი მასა სამ ტონამდე აღწევს, ფრთების გაშლა კი 21 მეტრია. უპილოტოს 10 კილომეტრის სიმღლეზე 60 საათის განმავლობაში შეუძლია ფრენა. მას 24 რაკეტის ანდა 900 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია.

 CH-5-ს წინამორბედებისგან კიდევ ერთი თვისება განასხვავებს, მას სპეციალური მოწყობილობის დამონტაჟებისას წყალქვეშ მიზნის აღმოჩენაც შეუძლია.