მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინეთში დრონების საწინააღმდეგო ელექტრონული თოფი გამოსცადეს (+ვიდეო)

ჩინეთში დრონების საწინააღმდეგო ელექტრონული თოფი გამოსცადეს (+ვიდეო)

ჩინური კომპანია Bei Dou Open Lab-ის ინჟინრებმა ელექტრონული თოფი შექმნეს, რომლის მეშვეობითაც მფრინავი უპილოტო აპარატების დაჭერა შეიძლება.

როგორც ვიდეორგოლის ანოტაციაში წერია, დრონებთან მებრძოლი ახალი სისტემა თანამედროვე სმარტფონების ბაზაზე მუშაობს და უპილოტოების დაჭერა შეუძლია. თოფი GPS სიგნალს იჭერს და უპილოტოს მიწაზე დაშვებას აიძულებას.

 ინჟინერთა განცხადებით ელექტრონული თოფი უკვე გამოიყენეს მასობრივი ღონისძიებებისას ამოუცნობი დრონების წინააღმდეგ.

თუმცა ექსპერტების თქმით ჩინური თოფი მხოლოდ იმ დრონებზე მოქმედებს, რომელბსაც ინფორმაციის გადამცემი დაუცველი არხი აქვთ. სამხედრო დრონების წინააღმდეგ, რომელთაც დაშიფრული რადიოკავშირი გააჩნიათ, ახალი იარაღი უძლურია.

ამას გარდა, უპილოტოების გამოჭერა - ეს გარკვეულ გამართლებასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან პატარა, დაბალ სიმაღლეზე მფრინავი, პლასტიკატის საფრენი აპარატის რადარის მეშვეობით აღმოჩენა ძალიან ძნელია.  სწორედ ამიტომ საფრანგეთში, იაპონიასა და აშშ-ში იაფფასიანი დრონების წინააღმდეგ პნევმატულ იარაღს იყენებენ, რომლებიც სპეციალურ ბადეებს ისვრიან. დრობი ბადეში იხლართება და დაბლა ვარდება.