მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინური დამრტყმელი უპილოტო უკვე აფრინდა

ჩინური დამრტყმელი უპილოტო უკვე აფრინდა

ჩინურმა ავიამშენებელმა კორპორაცია AVIC-მა ახალი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატის, Wing-Loong II-ის პირველი საცდელი ფრენები განახორციელა.

ახალი ჩინური დამრტყმელი უპილოტო Wing-Loong II („პტეროდაკტილი-II“) სახელმწიფო კორპორაცია  Aviation Industry Corporation of China (AVIC) ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით შექმნა. ამას გარდა ჩინელები აცხადებენ, რომ მათ უკვე ჰყავთ მსხვილი უცხოელი შემკვეთი, რომლის სახელიც არ აფიშირდება.

 თავისი პირველი ფრენა აპარატმა 27 თებერვალს განახორციელა და ჰაერში 31 წუთი გაატარა. Wing-Loong II-ის სიგრძე 11 მეტრია, სიმაღლე 4,1 მეტრი. ფრთების გაშლა 20,5 მეტრი. უპილოტო 340 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და ცხრა კილომეტრამდე სიმაღლეზე ადის. მას 20 საათი ფრენა შეუძლია და 480 კილოგრამამდე შეიარაღების ტარება შეუძლია. მისი საკუთარი წონა 4,2 ტონას შეადგენს.