მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩინური პორტატული სარაკეტო სისტემა Xiu Jian

ჩინური პორტატული სარაკეტო სისტემა Xiu Jian

მე-11 საერთაშორისო გამოფენა Airshow China 2016-ზე, რომელიც ჩინეთის ქალაქ ჩჟუნხაიში გაიმართა, გაერთიანება China Aerospace Science and Technology Corporation-მა (CASC) თავისი ახალი ქმნილება აჩვენა - პორტატული მრავალფუნქციური სარაკეტო სისტემა Xiu Jian (სიუ ძიანი), რომელიც ასევე Hidden Bladeს სახელიტაც არის ცნობილი.

სისტემა ქვეითებისა და სპეცდანიშნულების რაზმებისათვის არის განკუთვნილი.Xiu Jian-ს დაბალ სიმაღლეზე მფრინავი სამიზნეების, განსაკუთრებით უპილოტო მფრინავი აპარატების, ასევე მცირედშეჯავშნული ტექნიკის გასანადგურებლად არის განკუთვნილი.

რაკეტის სასტარტო წონაა 4 კგ, სიგრძე 690 მმ და კალიბრი 60 მმ. მისი გაშვება პლასტიკის მსუბუქი მრავალჯერადი გამოყენების დანადგარიდან შეიძლება.

 სისტემა იაფ ფოტოელეტრონულ თვითდამიზნების სისტემას იყენებს. შემქმნელების თქმით, რაკეტას საჰაერო სამიზნის დაზიანება 2 კილომეტრის მანძილზე, ხოლო სახმელეთოსი 3 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია. დაზიანების  მინიმალური მანძილი კი 150 მეტრს შეადგენს.

 რაკეტის გამოყენება „ჰაერი-მიწის“ კლასის მინიატურულ იარაღადაც შეიძლება. განსაკუთრებით ადვილია ამ რაკეტებით დრონების შეიარაღება. ამ დროს მისი სროლის მანძილი 5 კილომეტრამდე იზრდება.