მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩრდილო კორეას ბალისტიკურ რაკეტიანი მეორე წყალქვეშა ნავი გააჩნია

ჩრდილო კორეას ბალისტიკურ რაკეტიანი მეორე წყალქვეშა ნავი გააჩნია

ამერიკულმა დაზვერვამ ჩრდილო კორეის ნავსადგურში მეორე საბრძოლო წყალქვეშა ნავი აღმოაჩინა, რომელიც საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებით არის შეიარაღებული. აშშ-ს თანამგზავრმა წყალქვეშა ნავს ნავმისადგომთან გადაუღო ფოტო.

სურათი 15 აპრილს მიიღეს, მაგრამ მის შესახებ ინფორმაცია ახლა გავრცელდა. ღია წყაროების მიხედვით აქამდე ჩრდილო კორეას ბალისტიკური რაკეტით აღჭურვილი მხოლოდ ერთი წყალქვეშა ნავი გააჩნდა. ამ დიზელ-ელექტრულ, 1, 7 ათასი ტონა წყალწვის წაყალქევშა ნავს ნატოს კლასიფიკაციით Gorae-B ეწოდება.

ახალი ხომალდი მსუბუქი კომპოზიტური მასალებით არის აგებული. ეს მისი მოქმედების რადიუს ზრდის. მას Gorae-С უწოდეს.

 ჩრდილო კორეული წყალქვეშა ნავები საშუალო სიშორის მყარსაწვავიანი ბალისტიკური რაკეტა Pukguksong-1-ით არის შეიარაღებული. მისი ფრენის სიშორე 1250-2500 კილომეტრს შეადგენს. რაკეტას ბირთვული ქობინის ტარება შეუძლია.