მნიშვნელოვანი სიახლეები
ჩრდილო კორეის საიდუმლო წყალქვეშა ნავი მზადაა საბრძოლველად

ჩრდილო კორეის საიდუმლო წყალქვეშა ნავი მზადაა საბრძოლველად

ამერიკული სამხედრო თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოებიმოწმობენ,რომ რაკეტებით შეიარაღებული ჩრდილო კორეული წყალქვეშა ნავი ზღვაში გასასვლელად მზადაა.

 ჯერ კიდევ გასულ წელს სამხედრო ექსპერტებმა კორეის ჩრდილო-აღმოსავლეთით პროვინცია ხამგენ-პუკტოში, გემსაშენ სინპოში საიდუმლო წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს, რომელზეც ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ვერტიკალური გამშვი შახტები იქნა შემჩნეული. ამან ამერიკელები გამოაფხიზლა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩრდილო კორეა თავისი ბირთვული პოტენციალის კორეის ნახევარკუნძულიდან საკმაოდ მოშორებით განთავსებას შეძლებს.

ახალი ფოტოებიმოწმობენ, რომ წყალქვეშა ნავს შესანიღბი ბადეები მოხსნეს, ხოლო მის მახლობლად პოლიგონზე გამოცოცხლება შეინიშნება, რომელიც შესაძლოა ძალოვანი დანადგარის გამოცდასთან იყოს დაკავშირებული.  წყალქვეშანავს Gorae-ს კლასი („ვეშაპი) მიანიჭეს. გვერდით შეიმჩნევა ჩასაძირი გამოსაცდელი სტენდი, რომლიდანაც გასულ წელს ჩრდილო კორეელი სამხედროები ბალისტიკურ რაკეტებს უშვებდნენ.

ჩრდილო კორეული წყალქვეშა ნავი თითქმის 67 მეტრის სიგრძისაა და შვიდ მეტრის სიგანისაა. ექსპერტების აზრით მისი წყალწყვა ორი ათას ტონას უნდა აღწევდეს. ფოტოების მიხედვით ცენტრალური ჯიხური ბალისტიკური, ანდა ფრთოსანი რაკეტის ერთ-ანდა ორ გამშვ შახტას ფარავს. ჩრდილოკორეული წყალქვეშა ნავი ძლიერ ჰგავს რუსულ 667 პროექტის წყალქვეშა ნავებს.