მნიშვნელოვანი სიახლეები
ციური ფარი და მირაჟის დანადგარი დააპატენტეს

ციური ფარი და მირაჟის დანადგარი დააპატენტეს

ბრიტანულმა კომპანია BAE Systems-მა, რომელიც სამხედრო ტექნიკას აწარმოებს, ტექნოლოგია დააპატენტა, რომელიც ატმოსფეროს ნაწილს გიგანტურ ლინზად გარდაქმნის.

სისტემას ლაზერული ატმოსფერული ლინზა (Laser Developed Atmospheric Lens, LDAL) უწოდეს. მას ლაზერული სხივების არეკვლა და მირაჟების შექმნა შეუძლია.  ტექნოლოგია კერის ეფექტზეა დაფუძნებული. ეს ოპტიკური ფენომენი ელექტრული ველების მეშვეობით რეფრაქციის დონის ცვლილების შესაძლებლობას იძლევა. ასე მუშაობენ ბუნებრივი მირაჟები -გამთბარი ჰაერი ადის ზემოთ და სინათლეს ირეკლავს. ანალოგიურად არის მოწყობილი იონოსფერო - როებული ჰაერის ფენები რადიოტალღებს ირეკლავენ.

მზის გამოსხივების მაგივრად ბრიტანელები მაღალ იმპულსური ლაზერების გამოყენებას აპირებენ, რომელთა მეშვეობითაც ატმოსფეროს კონკრეტული ნაწილის იონიზირება ხდება.  LDAL-ის შიგნით გარდატეხის, არეკვლის და დიფრაქციის მართვა შეიძლება. ამის მეშვეობით გიგანტური ლინზა წარმოიქმნება, რომლის მეშვეობით მოწინააღმდეგეზე თვალთვალი, მის მოსატყუებლად მირაჟების და ლაზერული სხივების ასარეკლავად ატმოსფერული ფარის შექმნა შეიძლება.

მირაჟის დანადგარის შექმნის იდეა კომპანიის ლანკაშირის ავიაქარხანაში  წარმოიშვა და რეზერფორდ-ეპლტონის ლაბორატორიის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს ექსპერტიზა გაიარა.

 “LDAL-ს შეუძლია ზიანის გარეშე დედამიწის ატმოსფერო ლინზის მაგვარ სტრუქტურად გარდაქმნა და გააძლიეროს ანდა შეცვალოს ელექტრომაგნიტური ტალღები, ასევე სინათლე და რადიოსიგნალები“, - აცხადებენ კომპანიაში.