მნიშვნელოვანი სიახლეები
CornerShot - გამოგონება, რომელიც საფარიდან სროლის საშუალებას იძლევა (ვიდეო)

CornerShot - გამოგონება, რომელიც საფარიდან სროლის საშუალებას იძლევა (ვიდეო)

როგორც ისტორიკოსები წერენ, ტყვიის მოხრილი ტრაექტორიის სროლის იდეა პირველდ 1868 წელს ინჟინერ მაიევსკის მოუვიდა. მაგრამ ამ საკითხით სერიოზულად მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის წინ დაინტერესდნენ. საბჭოთა კავშირში მოსახსნელი მოღუნული ლულებით ატარებდნენ ექსპერიმენტებს. მაგრამ იარაღს დაბალი სიზუსტე ჰქონდა და ამასთან ლულებიც მალე ცვდებოდა.

სადღეისოდ სპეცსამსახურებს მხოლოდ ერთი მსგავსი მუშა სისტემა აქვთ - ისრაელის CornerShot-ი და მისი მოდიფიკაციები. მსგავს იდეებს ფრანგებიც ამუშავებენ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ექსპერიმენტებით იფარგლებიან.

 CornerShot - ესაა მოწყობილობა, რომელიც კუთხიდან თვალთვალის და სროლის საშუალებას იძლევა. იგი ისრაელის სპეცრაზმის ვეტერანმა ამოს გოლანმა შექმნა. მოწყობილობას ორი კამერა აქვს, შორი ხედვის და fish eye წრიული ხედვისათვის. მასზე ასევე შეიძლება ლაზერის სამიზნის, თბოვიზორისა და მაყუჩის დაყენება. მისი გამოყენება სხვადასხვა ცეცხლსასროლ იარაღზე შეიძლება - Beretta 92F, Glock, SIG Sauer, CZ და შაშხანა   M16-ზეც კი ანდა 40 მმ-იან ყუმბარმტყორცნზე. სროლის კუთხე 63 გრადუსს შეადგენს. სადღეისოდ CornerShot შეიარაღებაზე აქვთ რვა ქვეყნის სპეცსამსახურებს: აზერბაიჯანის, ინდოეთის, ინდონეზიის, ჩინეთის, მექსიკის, აშშ-ს, თურქეთის და სამხრეთ კორეის.

ნაკლებ რადიკალური გადაწყვეტა მონახეს ფრანგებმა: ქვეითის აღჭურვილობა FELIN-ში (რომელსაც "მომავლის ჯარისკაცის აღჭურვილობას" ეძახიან) შედის კამერიანი დასამიზნებელი მოწყობილობა, რომელიც შაშხანა FAMAS-ის ლულაზე მაგრდება. იგი ჯარისკაცს საშუალებას აძლევს მოწინააღმდეგის ცეცხლის ხაზზე მხოლოდ ხელები გამოაჩინოს.