მნიშვნელოვანი სიახლეები
დიდი ბრიტანეთის არმიისათვის საბრძოლო ლაზერულ დანადგარს ქმნიან

დიდი ბრიტანეთის არმიისათვის საბრძოლო ლაზერულ დანადგარს ქმნიან

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ლაზერული იარაღის პროტოტიპის შესაქმნელად 30 მილიონი გირვანქის (37 მილიონი დოლარი) ოდენობის ხელშეკრულება დადო.

ამგვარი პროტოტიპის შექმნის მიზანს წარმოადგენს გაირკვეს, შეუძლია თუ არა „მიმართული ენერგიის“ ტექნოლოგიას შეიარაღებულ ძალებს უპირატესობა მისცეს. სისტემის დემონსტრაცია 2019 წელს უნდა მოხდეს.

კონტრაქტი ერთდროულად რამდენიმე ევროპულ თავდაცვით კომპანიასთან გაფორმდა, რომლებიც ახალ ტექნოლოგიაზე შეერთებული ძალებით იმუშავებენ.

პროტოტიპს იმის მიხედვით შეაფასებენ, თუ სხვადასხვა მანძილზე და სხვადასვა ამინდის პირობებში რამდენად ზუსტად შეარჩევს და თვალყურს მიადევნებს მიზანს - ხმელეთზე და წყლის ზედაპირზე.

როგორც პიტერ კუპერმა, ბრიტანეთის თავდაცვითი სამეცნიერო-ტექნიკური ლაბორატორიიდან (DSTL),  განაცხადა პროექტში „ინოვაციური კვლევები იქნება გამოყენებული, რათა მძლავრი ლაზერების ტექნოლოგიური პოტენციალი განსაზღვრონ“.

თავდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებს თავდაცვით კონსორციუმ  UK Dragonfire-სთან აწარმოებდა და ახლა ფორმალურად განაცხადეს, რომ ტენდერი  მან მოიგო.