მნიშვნელოვანი სიახლეები
DragonFly: პოლონური მფრინავი ბომბი

DragonFly: პოლონური მფრინავი ბომბი

პოლონურმა თავდაცვითმა კონსორციუმმა WB Electronics S.A.-მა  კვადრაკოპტერი DragonFly შექმნა, რომელსაც მიზნის აღმოჩენა და თვითაფეთქების გზით განადგურება შეუძლია.

 დრონი მსუბუქად შეიარაღებული ტექნიკის, ავტომობილების, მართვის პუნქტების, ცოცხალი ძალის და საწვავისა და საბრძოლო მასალის საწყობების განადგურება შეუძლია.

 დრონ DragonFly-ს შეიძლება კუმულირებული (CW), ცეცხლგამჩენი (IW), ფუგასური (HEW) საბრძოლო ნაწილი დაუყენდეს. საბრძოლო ნაწილს პოლონეთის სამხედრო შეიარაღების ინსტიტუტი (Military Armament Institute) ანხორციელებდა.

DragonFly-ის მოქმედების რადიუსი 10 კილომეტრია (პირდაპირი ხედვის არე), სიჩქარე 54 კმ/სთ და ფრემის სიმაღლე 200 მეტრამდე. ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 20 წუთია. სასარგებლო დატვირთვა 1,5 კგ-ია, მთლინი მასა კი 5 კგ.

საშტატო მოწყობილობით მას საბრძოლო მანქანიდან მართავენ. თუმცა დრონი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამოუკიდებელი საბრძოლო ერთეული. ამ შემთხვევაში მის მართვას რადიოგადამცემით და კომპიუტერით აღჭურვილი ოპერატორი ანხორციელებს.