მნიშვნელოვანი სიახლეები
ერაყის ჯარებმა ნიმრუდი აიღეს

ერაყის ჯარებმა ნიმრუდი აიღეს

ერაყის სამთავრობო ჯარებმა ქალაქ ნიმრუდზე კონტროლი აღადგინეს. უძველესი, სამი ათასი წლის წინათ დაარსებული ქალაქი მთელი ორი წელი იმყოფებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების კონტროლქვეშ.

ნიმრუდი მოსულისგან 30 კილომეტრზე იმყოფება. ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობა ძლიერ დაზარალდა „ისლამური სახელმწიფოს“ უკან დახეული მებრძოლების მხრიდან.

 მოსულზე შეტევა 17 ოქტომბერს დაიწყო. მასში ერაყის არმია, უშიშროების ძალები და ქურთების შეიარაღებული ფორმირებები მონაწილეობენ. ჰაერიდან მათ გაერთიანებული კოალიცია ეხმარებათ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს.

მოსულის განთავისუფლება ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების ტოლფასია.