მნიშვნელოვანი სიახლეები
F-15-ის აფრენა ჩვეულებრივი გზატკეცილიდან (+ვიდეო)

F-15-ის აფრენა ჩვეულებრივი გზატკეცილიდან (+ვიდეო)

სინგაპურის სამხედრო საჰაერო ძალებმა გადაწყვიტა შეემოწმებინა თუ როგორ შეძლებდა მოქმედებას თავისი სამხედრო ბაზების დაკარგვის შემთხვევაში. ამას წინათ ჩატარებული სამხედრო წვრთნების სერიაში F-15 და F-16 გამანადგურებლები პირდაპირ ასფალტის საფარიდან აფრინდნენ.

მანამდე ინჟინრებმა გზის 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი 153 ფანრის, 598 საგზაო ნიშნისა და ავტობუსის 12 გაჩერებისგან გაწმინდეს. რის შემდეგაც იმპროვიზირებულ ასაფრენ ბილიკთან მობილური საკონტროლო კოშკი დადგეს. ასაფრენი ზოლი მზის ბატარეებზე მომუშავე განათებით მოაწყვეს. ასფალტის ზედაპირი თავიდან დახაზეს და მარკერებიც გააკეთეს, რითაც მაქსიმალურად მიუახლოვეს აეროდრომის პირობებს.  „აეროდრომის“ გარემო ეკლიანი მავთულხლართების გაკეთებაც მოასწრეს.

ყველა ამ სამზადისის შემდეგ გზიდან კიდევ ერთხელ მოაშორეს ყოველგვარი ნაგავი და ნარჩენები, რომლებიც შეიძლება გამანადგურებლების რეაქტირული ძრავებში შეწოვილიყო და დაეზიანებინა. სულ „აეროდრომის“ მომზადებას 48 საათი დასჭირდა. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვნენ წვრთნებში გამანადგურებლები.