მნიშვნელოვანი სიახლეები
Fact DutyFact Duty: ვიდეორეგისტრატორი პისტოლეტზე (+ვიდეო)

Fact DutyFact Duty: ვიდეორეგისტრატორი პისტოლეტზე (+ვიდეო)

კომპანია Viridian Weapon Technologies-მა ახალი კომპაქტული ვიდეორეგისტრატორი გამოუშვა, რომელიც უშუალოდ პისტოლეტზე მაგრდება. ასე რომ ყოველთვის შეიძლება იარაღის გამოყენების მართლზომიერების დამტკიცება.

 ეს სიახლე სამართალდამცავი ორგანოებისათვის არის განკუთვნილი, მაგრამ ტაქტიკური აქსესუარების სამოქალაქო ბაზარზეც გაიყიდება.

ახალი მოდელი «Fact Duty»  სერიიდანაა - Fact Compact და Fact Micro,  მათ სხვადასხვა ზომები, მაგრამ იდენტური ტექნიკური შემადგენელი გააჩნიათ.

ვიდეორეგისტრატორი Instant-On ტექნოლოგიით არის აღჭურვილი. იგი ჩაწერას მხოლოდ მაშინ ააქტიურებს, როცა იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოჰყავთ.

 მატრიცის გარჩევადობა  1080p Full-HD-ა,. მოწყობილობას ჩაშენებული მიკროფონი და ინტეგრირებული 500 ლუმენიანი ტაქტიკური ფანარი აქვს.