მნიშვნელოვანი სიახლეები
FightLite MXR: იარაღის ახალი პლატფორმა სამართალდამცველი ორგანოებისათვის (+ვიდეო)

FightLite MXR: იარაღის ახალი პლატფორმა სამართალდამცველი ორგანოებისათვის (+ვიდეო)

ლას-ვეგასში მიმდინარე იარაღის გამოფენა SHOT Show 2017-ზე კომპანია FightLite-მ (ადრე ცნობილი იყო, როგორც Ares Defence Systems)  ახალი პერსპექტიული პლატფორმა სახელად MXR წარადგინა.

 MXR – ეს პისტოლეტის კალიბრის სისტემაა, რომელმაც ცხოვრება როგორც სამართალდამცველი ორგანოებისათვის საჭირო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევმა დაიწყო. დროთა განმავლობაში მან ევოლუცია განიოცადა და ასევე პისტოლეტი და შაშხანაც გაჩნდა.

კალიბრიც უკვე სხვადასხვაა .22-დან, ხოლო კონვერსიას რაიმე დამატებითი ხელსაწყოები არ ესაჭიროება. მწარმოებელი კომპანიის პრეზიდენტის განცხადებით, პლატფორმა პისტოლეტების Glock, Beretta, CZ, SIG და სხვა მრავალის მაყუჩთან და  მჭიდებთან თავსებადია.

 პისტოლეტის ვაზნიან კარაბინებზე მოთხოვნა - ეს აშშ-ს და ევროპის იარაღის მწარმოებლებისათვის ახალი ტრენდია. კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულ ტერორისტებთან საბრძოლველად სამართალდაცველები ადეკვატურ იარაღს ელოდებიან.